ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მესამე ტალღის რისკი არსებობს” – გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირაა, ეპიდსიტუაცია უარესდება, რაც ე.წ. მესამე ტალღის წინაპირობას ქმნის.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ბოლო ერთი კვირაა, ეპიდსიტუაცია უარესდება. არა ნახტომისებურად, მაგრამ ყველა მაჩვენებლის ზრდა გვაქვს, ერთადერთი, რაც ქვემოთ მოდის, ეს არის სიკვდილიანობა. ამ შემსუბუქების ფონზე ეს პროგნოზირებადი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მოსახლეობაში ისევ ჩნდება ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხებ კორონავირუსი. არ დაგვიმარცხებია, დამარცხებამდე ჯერ შორი გზაა. დამარცხდება მაშინ, როცა აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი.

ამიტომ მანამდე ჩვენ ისევ ძალიან მკაცრად გვმართებს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ძალინ მკაცრად აკრძალვა და თავის არიდება დიდი თავშეყრებისგან. პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს. ბოლო ერთი კვირაა, შეინიშნება ყველა მაჩვენებლის გაუარესება და თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება მარტივად შევიდეთ მესამე ტალღაში. მაჩვენებლები თუ აღარ მოიმატებს და ასე გავივლით აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, ჩვენ ავცდებით მესამე ტალღას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....