ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა, ან მოგვიწევს “ლოკდაუნების” ხელახლა შემოღება” – ცერცვაძე საზოგადოებას მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდა.

„ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, როდის შეიძლება დაიწყოს მესამე ტალღა ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპის შემთხვევაში ცერცვაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მესამე ტალღა ევროპის ქვეყნების პარალელურად დაიწყება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, საფრანგეთში მესამე ტალღა უკვე დაიწყო.

იტვირთბა....