ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ჟიგიმანტას პავილიონისი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა.

მან ფეისბუქზე აცრის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

“ავიცერი ასტრაზენეკათი, დიდი სიხარულით და მადლიერებით. თავს შესანიშნავად ვგრძნობ”.

საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის აცრა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვისაა შესაძლებელი, თუმცა 25 მარტიდან აიცრებიან 65 წელს ზემოთ პირებიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის ჯანდაცვის სექტორის 4 000-ზე მეტი მუშაკია აცრილი.

 

იტვირთბა....