ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცრუ ხარ, არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი რომ ჰყავს დაგიქნევთ ყველას, თქვე არაკაცებო”

ბალდის მონასტერში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) შორის ისევ დაპირისპირება იყო.

მიტროპოლიტ სტეფანეს მონასტერში წირვის ჩატარების შემდეგ სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ და პეეტრე ცაავასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა და ამ საკითხის გარკვევა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს.

ამ შემთხვევას კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, საბოლოოდ კი, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა მეუფე გააცილა შეძახილებით “ცრუ, ცრუ”.

“ცრუ ხარ, არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი, რომ ჰყავს დაგიქნევთ ყველას, თქვე არაკაცებო,” – ამბობს დეკანოზი ათინოგენი.

ამ დროისთვის მონასტერში სიტუაცია განმუხტყლია.

იტვირთბა....