ახალი ამბები მთავარი ციტატა

ხატია დეკანოიძე სენატორების განცხადებებზე: “მე არ მახსენდება ასეთი მძიმე შეფასებები”

“მე არ მახსენდება ასეთი მძიმე შეფასებები. ასეთი მძიმე შეფასებები როგორც იყო, ეს არის კარგი, ამაზე არავინ იფიქროს. ეს არის ის მძიმე სურათი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. შეთანხმება კრიზისიდან გამოსვლის გზა არის. ჩემთვის პირადად, საქართველოს ხელისუფლებს კრიტიკა ძალიან ცუდია, მაგრამ ასევე, საქართველოს ხელისუფლებას რომ ეკისრება პასუხისმგებლობა, ამაზე ისაუბრა ბატონმა რისმა.”

ხატია დეკანოიძე – ენმ-ის წევრი

ასე გამოეხმაურა დეკანოიძე “დღის ამბებში” 24 მარტს, აშშ-ის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით დამართულ სხდომას.

შეგახსენებთ, გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.

გამართულ მოსმენაზე სენატორები შეთანხმდნენ, რომ იმსჯელებენ შესაძლო რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შეეხება.

იტვირთბა....