ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: “ავირჩიოთ პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის გზა, ან მოგვიწევს შეზღუდვების ახლიდან შემოღება”

“ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობას შეზღუდვების ახლიდან დაწესება მოუწევს.

“ავირჩიოთ ვაქცინაციის და პირბადეების გზა და ხელ-ფეხი გახსნილი გექნებათ სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ ვაქცინაციაზე და მოგვიწევს ყველა იმ ტკივილის ხელახლა გადატანა, შეზღუდვებისა და ლოკდაუნების ხელახლა შემოღება, რაც გავიარეთ გასულ წელს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მესამე ტალღა ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპის შემთხვევაში ცერცვაძემ დასძინა, რომ “სავარაუდოდ, მესამე ტალღა ევროპის ქვეყნების პარალელურად დაიწყება, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კი, მაგალითად, საფრანგეთში მესამე ტალღა უკვე დაიწყო.”

იტვირთბა....