მთავარი ციტატა

გია ხუხაშვილი: “წუხელ ორი ამერიკაც აღმოვაჩინეთ”

“მოკლედ, ორობით სისტემაში ვცხოვრობთ: ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა; დანიელსონის მეორედ მოსვლა; გახარიას მეორედ მოსვლა; ბიძინას მეორედ მოსვლა; ბიძინას მეორედ წასვლა; ბიძინას მეორედ-მეორედ მოსვლა; ორი კობახიძე; ორი ევროპა; წუხელ ორი ამერიკაც აღმოვაჩინეთ…P.S. შეგიძლიათ ეს სია გააგრძელოთ…”

გია ხუხაშვილი – ანალიტიკოსი

ამის შესახებ გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.

გამართულ მოსმენაზე სენატორები შეთანხმდნენ, რომ იმსჯელებენ შესაძლო რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს შეეხება.

 

იტვირთბა....