ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან იოსელიანი – “მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო საქმიანობას თუ არ ასრულებ, ხალხის ფულით არ უნდა ისარგებლო”

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ლევან იოსელიანმა საქართველოს “პირველ არხთან” საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის დროს, „მოქალაქეებმა“ სახელმწიფოს დაფინანსებაზე არ მიმართეს.

მისივე განმარტებით, დაფინანსების საკითხი პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის საშუალებად არ უნდა იყოს გამოყენებული

“დაფინანსების საკითხი პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლის საშუალებად არ უნდა იყოს გამოყენებული და ეს თქვა ვენეციის კომისიამ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ სახელმწიფოს დაფინანსებაზე არ მივმართეთ, როცა პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყავით. ვთვლით, რომ თუ საპარლამენტო საქმიანობას არ ასრულებ, ხალხის ფულით არ უნდა ისარგებლო.

რაც შეეხება ხელფასებს, როცა პარლამენტში არ დადიხარ, ხელფასის აღება გამართლებულად არ მიმაჩნია, რადგან ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ფული, რომელსაც პარტიები იღებენ და ხელფასად გვერიცხება, არის მოქალაქეების მიერ გადახდილი ფული, ეს უნდა აიღო კონკრეტული საქმის კეთებაში. თუ პოლიტიკურ ბოიკოტში ხარ, სახელმწიფოსგან პარტიულ დაფინანსებას არ უნდა იღებდე, რადგან არიან პარტიები, რომლებიც ამას არ აკეთებენ – „გირჩი“ და ჩვენ, როცა ბოიკოტში ვიყავით. ხელფასის აღება გაუმართლებელია ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც სამუშაოს არ ასრულებს, თუ მანდატი გაქვს, ეს მანდატი უნდა განახორციელო, თუ არ ახორციელებ და ბოიკოტში ხარ, ამაში გასამრჯელო არ უნდა აიღო“, – განუცხადა ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს

იტვირთბა....