პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსლ “ტვიტერზე” წერს, რომ მადლობელია იმ ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ის სენატმა საქართველოში დემოკრატიის შესახებ მოსმენაზე გამოავლინა.
თალაკვაძის განმარტებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველო დასავლეთის სანდო პარტნიორია და მტკიცედ მივყვებით ჩვენს საერთო ღირებულებებს. რეგიონული ძვრების, COVID-19-ის პანდემიის, ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიულ რეფორმებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას.