ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. ამის შესახებ “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით მომხდარის შედეგად, ავტომობილის მძროლი დაშავდა. ქალბატონი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.
შემთხვევაზე გამოძიება 275 – ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.