“ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, რომ არ შევუშვათ ადამიანები იმიტომ, რომ იქიდან ჩამოსული ადამიანები ბევრ არასწრო ინფორმაციას ავრცელებენ და აქვთ მცდელობა, პანიკა დათესონ საზოგადოებაში. თუ მათ გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა, ირაკლი ბენდელიანს აქვს დავალებული ჩაგრთოთ ამ სამუშაო ჯგუფში და მიიღოთ მონაწილეობა ჩვენთან ერთად და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები.”
კახი კალაძე – თბილისის მერი
ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.