ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდიდან იხსნება ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის მგზავრობის აკრძალვა

საქართველოს მთავრობის მიერ 23 მარტს მიღებულ დადგენილებაში, კერძოდ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შედის.

დადგენილების თანახმად კი დღეიდან ტაქსით გადაადგილებისას სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) მგზავრობის აკრძალვა იხსნება.

ამავე დადგენილებით დამტკიცებული იზოლაციისა და კარანტინის წესების მეორე მუხლის მეშვიდე პუნქტის ახალი რედაქციის თანახმად, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას, როგორც მძღოლი, ისე მგზავრები, აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით. სხვა რეგულაცია ამ კუთხით აღარ მოქმედებს.

იტვირთბა....