ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან რატიანი: კახი კავსაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

მსახიობი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მკურნალობა გრძელდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა “რუსთავი 2″ – ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ეს პოსტკოვიდური სიმპტომი არაა. მას კორონავირუსის გადატანის გამო, რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია გაუმწვავდა.

,,ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. 2-3 თვის წინ, მას ჰქონდა კოვიდინფექცია, რომელიც წარმატებით დაამარცხა. თუმცა მას აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თუმცა მხნედ არის და ვაგრძელებთ მასთან ერთად, მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში, ეს არ არის პოსტკოვიდური გართულება. გაწერისას ფილტვის დაზიანება აღარ აღენიშნებოდა. აქედან გამომდინარე, მან წარმატებით დაამარცხა კოვიდინფექცია ჩვენთან ერთად”,  – განაცხადა ლევან რატიანმა ,,რუსთავი 2-ის” ეთერში.

იტვირთბა....