ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

ექთნის მდგომარეობა, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ კოვიდი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია

სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის შემდეგ დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ “მეტრონომს” თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და არანაირი გადაცდომა აღენიშნება.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია მსუბუქად.

“პაციენტი შემოიყვანეს კვირას, გაუკეთდა ყველა საჭირო კვლევა. მდგომარეობა არის ნორმალური. გადაცდომა და პრობლემა არაა, არ ჩანს ანალიზებში, თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. აქვს სისუსტე, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის. რაიმე გართულება ან გადაცდომა არ აქვს, მსუბუქი პაციენტია. ჩაუტარდა კატე კვლევა და ფილტვების დაზიანება აქვს 0,4%, როცა 24 ქულაა მაქსიმალური,”- აცხადებენ კლინიკაში.

როგორც კლინიკიდან “მეტრონომს” უთხრეს, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად თქვა, აღნიშნული სიმპტომები კორონავირუსს უკავშირდება თუ ვაქცინაციას.

კორონავირუსს ახასიათებს უცნაურობა. შესაძლოა ჯანმრთელ ადამიანს გაურთულდეს მდგომარეობა და შესაძლოა, თანმხლები დაავადების პაციენტმა მარტივად გადაიტანოს. ასე, რომ ვერც ვაქცინას დავაბრალებთ და ვერც უვაქცინობას ამ პაციენტის მდგომარეობას. ინდივიდუალიზმი ახასიათებს კორონაინფექციას,”- განაცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში.

ცნობიბისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს ვაქცინის გაკეთების მერე კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გგემიური ტესტირების ფარგლებში, ექთანს 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება(პასუხი უარყოფითი), 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ორივე ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ, გაუკეთდა აცრა COVID-19-ზე. 20 მარტს კი მას კოორნავირუსი დაუდასტურდა.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

იტვირთბა....