ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მსუბუქია. ასევე, მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.

“COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ PCR ტესტირებას, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.

ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო).

ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა COVID-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა COVID-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა COVID-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....