“გიორგი გახარიაზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე და ვიმედოვნებ დღესაც ამ აზრზეა,” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა “პირველ არხთან” საუბრისას გააკეთა.
ასევე, როგორც სუბარმა თქვა, საქართველოში პოლარიზაციის სათავე არის მიხეილ სააკაშვილი.
„ეს რომ გახარიამ ძალიან კარგად იცის, გამოჩნდა იმ სიტყვებში, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, როცა დესტრუქციულ ოპოზიციას მიმართა – მე თქვენ ქუჩაში დაგტოვებთ, თქვენი ადგილი ქუჩაში არისო. იმედი მაქვს, დღესაც ამ აზრზეა და თავის თავს არ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება კითხვას, რამდენად წარმოგიდგენიათ გახარია ოპოზიცინიონერად, სუბარმა დასძზინა, რომ ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს. – „ვნახოთ, ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო, შექმნას პარტია და შემდეგ ვისაუბროთ. უმრავლესობის არსებობა საფრთხის ქვეშ არ დგას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.