ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით სერგენკო კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს ეხმიანება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგენკომ  ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში კრისტიან დანიელსონის დაანონსებულ ვიზიტს და მოლაპარაკებების განახლებას გამოეხმაურა.

როგორც სერგენკომ აღნიშნა, დანიელსონი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

“თუ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ იგივე ადამიანი, დანიელსონი ჩამოვიდა, გამიჭირდება გითხრათ, რა ფორმატი იქნება. ნებისმიერი მოლაპარაკება მოიცავს კომპრომისს. ამ მოლაპარაკების განმავლობაში 10 პუნქტიდან 9 პუნქტი იყო მოთხოვნა მმართველი ძალის მიმართ, რომ რაღაც გაეკეთებინა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხაზგასმულად გააჟღერეს მთლიანად ოპოზიციის სურვილი, როცა თქვეს, რომ მათი ერთადერთი კომპრომისი არის ის, რომ სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან,”- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გუშინ “ტვიტერზე”  დაწერა, რომ მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

იტვირთბა....