ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენდი დანიელსონის დაბრუნებაზე: “ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მხარეებს შაორის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მისი წარმომდგენელი საქართველოში დაბრუნდება.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მიშელის გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის პარტნიორად რჩება და ამისთვის მას მადლობას უხდის.

ამასთან, პრეზიდენტი ყველა მოლაპარაკებების მხარეებს მოუწოდებს, საბოლოოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

“მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს”, – ნათქვამია პრეზიდნეტის “ტვიტში”.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.

შეგახსენებთ, 18 მარტს ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფება. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით, დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი გაახანგრძლივა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმა განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....