ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში! თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი” – გიორგი ფხაკაძე

“ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი,” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფხაკაძე წერს, განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. აქვე, ის უახლოეს წარსულში ეპიდემიოლოგების ანაზღაურებაზე ავლებს პარალელს.

“ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი და იმიტომაც ერთი ეპიდემიოლოგი ერთდროულად 10 კლინიკაში მუშაობდა, რომ თვეში როგორმე 200 ლარი მაინც ჰქონოდა ხელფასი. და რამდენი თანხა იყო და არის გადახდილი ჩვენს “ჩემპიონებზე“… ეს არის მსოფლიო პრობლემა. იქნებ მართლა გადავხედოთ პრიორიტეტებს. განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს!“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....