ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კახი კავსაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაშია” – ლალი ტურძელაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ტურძელაძემ “ინტერპრესნიუს” განუცხადა, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„სტაბილურად მძიმე მდგომარეობა აქვს და ისევ რეანიმაციაშია, კოვიდისგან გამოჯანმრთელდა, გაეწერა, მაგრამ კოვიდმა თავისი ძველი დაავადებები გააქტიურა, გაამწვავა და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდა“, – აცხადებს ტურძელაძე.

შეგახსენებთ, კახი კავსაძეს კორონავირუსი ნოემბერში დაუდგინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კვლავ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

იტვირთბა....