ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუ ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მართალია ოპოზიციასთან არჩევნების საკითხში, მაშინ რატომ არ შედიხარ პარლამენტში

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ ხელისუფლებასა და ოპოზიას შოროს მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ ისაუბრა.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, უნდა გავარკვიოთ ამ შესაძლო შეთანხმების ვინ არის ჩაშლის მხარე და გავარკვიოთ მათ შორის მტყუან-მართალი.

“ჩვენ უნდა გავარკვიოთ ამ შესაძლო შეთანხმების ვინ არის ჩაშლის მხარე და გავარკვიოთ მათ შორის მტყუან-მართალი. თუ ამ საკითხში, არჩევნების გაყალბება-არგაყალბების, მერე მოლაპარაკების ნაწილში მტყუანი არის ხელისუფლება ან ოპოზიცია, ჩვენ ეს გვინდა გავიგოთ, რადგან მტყუანის მხარეს არ აღმოვჩნდეთ. ეს არის ჩვენი მიზანი. თუ ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მართალია ოპოზიციასთან არჩევნების გაყალბება-არგაყალბების საკითხში, არგუმენტი არ რჩება, მაშინ რატომ არ შედიხარ პარლამენტში?!“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

იტვირთბა....