მთავარი ციტატა

მარინა ენდელაძე ვაქცინაციაზე: “ვარ ალერგიული, თუ რაიმე რისკფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მე უნდა ვყოფილიყავი”

 “თუკი რაიმე რისკფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო, მე უნდა ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ ვარ ალერგიული, მაქვს ასაკი და ბევრი რამ. მე არანაირი გართულება არ მქონია, ცოტა მგრძნობელობა მქონდა მკლავზე, აცრის ადგილზე და პირველ დღეს სავარაუდოდ მქონდა ტემპერატურა, მეორე დღეს ჩვეულებრივად ვმუშაობდი. ოდნავ შეიძლება სისუსტე მქონდა მეორე დღეს, მაგრამ ვიყავი ადეკვატური, შემეძლო ჩვეულებრივ სამუშაოს შესრულება.”

მარინა ენდელაძე – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი

ამის შესახებ მარინა ენდელაძემ “დღის კურიერში”განაცხადა.

ცნობისთვის, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში, ექთანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა. პაციენტი მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

იტვირთბა....