“პასუხიმგებლობა ყველა ჩვენთაგანის არის, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაც არის, ჩვენი ცენტრის პასუხისმგებლობაც არის, ყველა იმ ადამიანის ვინც ჩართული იყო ამ პროცესში”, – ამის შესახებ დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ისე, როგორც მე განვიცდი ამ ყველაფერს, არამგონია ვინმე განიცდიდეს იმიტომ, რომ მე ექიმი ვარ და მინახავს ამ ტიპის გართულებები. სამწუხაროდ, მინახავს ფატალური შედეგები. ამიტომ ექიმები ამას ცოტა სხვანაირად განვიცდით”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.