ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჯანდაცვა

“შემდეგი ნაბიჯი კიბოს ვაქცინის შექმნაა” – Pfizer – ის პროფესორი ოზლემ თურეჯი

Pfizer-Biontech – ის მეცნიერმა, რომელმაც პირველმა შექმნა კორონავირუსის ვაქცინა, აცხადებს, რომ ძალიან მალე ფართო საზოგადოებას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინასაც შესთავაზებენ. ამას ოზლემ თურეჯი NBC-თან აცხადებს, ვინც თავის ქმართან, უგურ შაჰინთან ერთად მუშაობდა კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

Pfizer გერმანიის ქალაქ მაინცში ბაზირებულ პატარა კომპანიაა და აქმადე ბაზარზე არანაირი პროდუქტი არ ჰქონდა გატანილი, თუმცა ჩინურ კომპანიასთან Fosun Pharma- თან თანამშრომლობამ ამის შესაძლებლობა მისცა.

კითხვაზე, როდის შეიძლება გახდეს ასეთი თერაპია ხელმისაწვდომი, თურეჯი აღნიშნავს, რომ ინოვაციაზე მუშაობის დროს რაიმეს პროგნოზირება რთულია.

„თუმცა, ვვარაუდობთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში, გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ჩვენი ვაქცინებიც, თანაც უკვე მოსახმარებლად მზად“, — ამბობს თურეჯი – „არსებობს mRNA-ს ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კიბოს საწინააღმდეგო რამდენიმე სხვადასხვა ექსპერიმენტული ვაქცინა“, — განაცხადა მან.

იტვირთბა....