ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ჩვენი პარტიიდანაა წასული” – ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ყოფილი პრემიერის დღევანდელი განცხადების შეფასებისას თქვა, რომ – “თუ იგივე წარმატებით გააგრძელებს ოპოზიციის როლში საქმიანობას, ეს კარგი იქნება ქართული პოლიტიკისთვის.”

დავითულიანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ გიორგი გახარია კარგი პრემიერმისნისტრი იყო და მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული. მისივე თქმით, ყველას აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ძალა შექმნას.

“რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული.

საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე”,- განაცხადა დავითულიანმა.

ასევე, ბექა დავითულიანმა განაცხადა, ჯერ-ჯერობით მარჩიელობაა იმაზე თუ ვინ შეიძლება იყოს გიორგი გახარიას ახალ პარტიაში.

“ბევრი ადამიანია “ქართულ ოცნებაში”, ვინც გახარიასთან მეგობრობს, მასთან ადამიანური ურთიერთობები აქვს. ამიტომ, თუ მასთან ერთად დავინახავთ, ჯერჯერობით არ ნიშნავს, რომ არშექმნილი გუნდის წევრია. ჯერჯერობით მისი პოლიტიკური ხედვები არ გვინახავს, არც მისი ამბიცია პოლიტიკაში შემოსვლის, ამიტომ ნაადრევია და მარჩიელობაა ამაზე ლაპარაკი”,- განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადამ, რომ “არც პოლიტიკიდან და არც ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ”.

 

იტვირთბა....