ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტიებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 65 წელს და 75 წელს ზემოთ პირები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.
მინისტრის თქმით, 65-67 წელს ზემოთ პირები მოწყვლადი ჯგუფებია და აღნიშნული გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.
“მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.