ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ” – გიორგი კეკელიძის მიმართვა

„ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცი ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურულიდღიურებისფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად“, – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი კეკელიძე განმარტავს, სტიპენდია გურული დღიურების ფონდის ფარგლებში იქნება დაწესებული.

შეგახსენებთ, სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში 19 მარტს გარდაიცვალა. მისი სახლი გამყოფი ხაზის მიღმა მდებარეობს. ვანიშვილთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.

 

 

იტვირთბა....