ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს
“ჩემი აზრით ყველა ტელევიზია უნდა შეთანხმდეს რომ აღარ აჩვენოს, როგორ იცრება ექთანი, ანუ, არ ვაჩვენოთ მისი ბოლო წუთები. ეს ძალიან მძიმეა მისი ოჯახისთვის, ფაქტიურად ყოველ დღე ვუკლავთ ოჯახის წევრს ეთერში და ამით ვაშინებთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს რომ არ აიცრეს”, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, გუშინ ახალციხეში მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც ერთ-ერთ ექთანს “ასტრაზენეკას” ვაქცინის მიღების შემდეგ, სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, ექსპერტები და ეპიდემიოლოგები შეიკრიბნენ. მათ მომხდარი ფაქტის გამო ვაქცინაციის პროცესის განვითარების გეგმაზე მსჯელობდნენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრები გაგრძელდება.