“ძალიან კარგი ვერსია იყო შემოთავაზებული – ამნისტიის. 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია, რაც რაღაცნაირად შერიგებას ჰგავდა,” – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პლიტქალაქი“ განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმარტა, ასეთ წინადადებას უნდა ჩაეჭიდო, რომ ხორცი შეასხა, გააფართოვო, იმსჯელო ამაზე, მაგრამ წინადადება „არავის მოეწონა და ტექნიკურ განხილვაში შევიდნენ“.
“ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ამას სერიოზულად მოფიქრება უნდა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ვერსია იყო შემოთავაზებული – ამნისტიის. 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია, რაც რაღაცნაირად შერიგებას ჰგავდა. დენიელსონმა შემოგვთავაზა, პირველ დოკუმენტში იყო ასეთი წინადადება, რაც ძალიან მომეწონა. წარმოიდგინეთ, ასეთი წინადადება გიდევს, ეს ხომ უნდა განიხილო. ხომ უნდა ისაუბრო. უბედურებები დაგვემართა, ადამიანმა თვალი დაკარგა, ვიღაცა ცემეს, ცუდი რაღაცები გავაკეთეთ, პოლიციელებზეც კი არის საქმეები აღძრული, ცუდი მოვლენაა და ერთობლივად რომ დაგვევიწყებინა და გვეპატიებინა ერთმანეთისთვის ნებისმიერ დონეზე, ხომ უნდა დავასრულოთ ეს ამბავი. ეს ბუნებრივად მელიასაც შეეხებოდა ხომ? გასაგებია ხომ, რომ ასეთ წინადადებას უნდა ჩაეჭიდო, რომ ხორცი შეასხა, გააფართოვო, იმსჯელო ამაზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ წინადადება „არავის მოეწონა და ტექნიკურ განხილვაში შევიდნენ“.
მან ასევე განმარტა ფორმატი, თუ როგორ მოხდა ამ წინადადების შეთავაზება და აღნიშნა, რომ მედიატორის მხრიდან ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული განეხილათ მხარეებს, როგორც მათი მხრიდან შეთავაზება.
შეგანხსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები შედეგის გარეშე დასრულდა.

