ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცმოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი ფხაკაძე მტერია…” – რატომ დაუპირისპირდა ექსპერტი არჩილ მარშანიას

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშუალებით ექიმ, არჩილ მარშანიას პასუხობს.

ფხაკაძე თავის პოსტში დასძენს, რომ – “გავიგეთ რომ მთავარ არხზე დაიწყეთ მუშაობა, წარმატებებს გისურვებთ მაგრამ რავი…”

“მესმის ბატონო არჩილ, რამეში არ მეთანხმებით და დიალოგი არის საღი პროცესი. რა თქმა უნდა, ოღონდ პროფესიული დიალოგი. მაგრამ ასე, აგრესიულად გადასვლა ვინაიდან “ნაციონალური მოძრაობა” მიიღო გადაწყვეტილება რომ “გიორგი ფხაკაძე” მტერია ?! გავიგეთ რომ მთავარ არხზე დაიწყეთ მუშაობა, წარმატებებს გისურვებთ მაგრამ რავი…” – წერს ფხაკაძე.

მანამდე კი ექიმმა, არჩილ მარშანიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბატონი ფხაკაძის დესტრუქციულ ფსევდომეცნიერ ტყუილებს უამრავი ადამიანი შეცდომაში შეყავს.

“ჩემთვის დღემდე გაუგებარია მთავრობის თუ დაავადების კონტროლის ცენტრის თუ ჯანდაცვის სამინისტროს თუ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის თუ პანდემიის მართვის ძირითადი სახეების დუმილი ბატონი ფხაკაძის დესტრუქციულ ფსევდომეცნიერ ტყუილებზე, რომელსაც შეცდომაში შეყავს უამრავი ადამიანი. მაშინ როცა სამეცნიერო დისკუსიის (და არა ტყუილების როგორც ფხაკაძის შემთხვევაშია) საგანზე გაჟღერებული მოსაზრებები, საზღვარგარეთ თუ ქვეყანაში მოღვაწე უმაღლესი კლასის პროფესიონალების მხრიდან არ დარჩენილა პასუხგაუცემელი საჯაროდ, მეტიც, არაჯანსაღი დამოკიდებულებაც კი სახეზე იყო. დიდი კალიბრის შარლატანების წინააღმდეგ ბრძოლა რატომ გადის ჩვენზე, რიგით ექიმებზე ამიხსნის ვინმე?” – წერს ექიმი.

იტვირთბა....