გერმანელი მეცნიერი უგურ შაჰინი აცხადებს, რომ ზაფხულის ბოლომდე კორონავირუსის გავრცეკება კონტროლს დაექვემდებარება და შემოდგომისთვის ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში “ლოკდაუნის” დაწესება აღარ იქნება საჭირო. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag -თან ინტერვიუში განაცხადა.
თუმცა, უგურ შაჰინი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელი კომპანია BioNTech-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ვირუსი მინიუმ, ერტი წელი კვლავ იქნება, ვიდრე კაცობრიობა შეძლებს სიტუაციის მართვას.
„ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში, ჩვენ, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს, ვიქნებით სიტუაციაში, როდესაც აღარ დაგვჭირდება ლოქდაუნი“ , – აცხადებს შაჰინი.
შაჰინი მიიჩნევს, რომ უშუალოდ გერმანიაში შესაძლებელია 70 %-ით ვაქცინაციით უზრუნველყოფა სექტემბრის ბოლომდე, რის შემდეგაც, ვითარება, გაცილებით კონტროლირებადი გახდება.