საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის პოზიციიდან ნატალია საბანაძის წასვლას ეხმიანება.
სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ნატალია საბანაძემ თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება 16 მარტს გამართულ, ასოცირების საბჭოს შემდეგ მიიღო.
სამინისტრო ნატალია საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.
“მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.
უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.
მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხევდრა ერვოკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით
წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!”- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნატალია საბანაძემ საკუთარ “ფეისბუქზე” გაავრცელა.

