კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ საქართველოში კოორნავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია ოფიციალურად დროებით უნდა შეჩერდეს. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვილი პაჭკორია წერს, აუცილებელია, მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა ადამიანის სიცოცხლისთვის.
“საქართველოში ,,ასტრაზენეკათი,, ვაქცინაცია ოფიციალურად დროებით უნდა შეჩერდეს!
– მოცემულ ვითარებაში მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ,,ნდობა,, უკიდურესად შემცირდა, მუსირებს აზრი, რომ ვაქცინა: ,,უვარგისია,, წუნდადებულია,, ,,გაფუჭებულია,, ,,ვადაგასულია,,.
– მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა და ვაქცინა ადამიანის სიცოცხლეს არ უქმნის საფრთხეს, მაგრამ ეს მხოლოდ მშრალი და ლიტონი სიტყვებით ვერ მოხერხდება!
– საჭიროა:
1) დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს მასზედ, თუ რამ გამოიწვია დამდგარი ფატალური შედეგი.
2) საქართველოში შემოტანილი ვაქცინის ნიმუში გაიგზავნოს შესაბამის ლაბორატორიაში და ჩაუტარდეს ექსპერტიზა.
მეგობრებო, რეალობა ასეთია… ექსპერტული დასკვნების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ მოსახლეობის დარწმუნებას ვაქცინის უსაფრთხოებაზე!!!”- წერს ვილი პაჭკორია.