aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

გაეროს კვლევა: პანდემიის პერიოდში საქართველო უფრო ბედნიერი გახდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ” მსოფლიო ბედნიერების დღესტან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც,  2021 წლის მსოფლიოს ბედნიერების ინდექსში (WHR) საქართველოს 108-ე ადგილზე უკავია.

ანგარიშის მიხედვით, საქატველომ 108-ე ადგილზე 117-ე ადგილიდან გადაინაცვლა, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის განმავლობაში, საქართველოში ბედნიერების დონე 9 პოზიციით გაუმჯობესდა.

ექსპერტები ბედნიერების დონეს 6 მთავარი მონაცემის მიხედვით ადგენენ, მათ აჯამებენ და ათბალიანი სკალით თითოეული ქვეყნისთვის საშუალო ქულა გამოჰყავთ.

ბედნიერების დასადგენი 6 ფაქტორია:

  • ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა
  • ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • სოციალური მხარდაჭერის სისტემა
  • არჩევნის თავისუფლების ხარისხი
  • მონაწილეობა ქველმოქმედებაში
  • კორუფციის აღქმა

აღნიშნული ფაქტორების გარდა, ბედნიერების ინდექის დასადგენად მოქალაქეების გამოკითხვაც ტარდება, სადაც ისინი საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

“წარმოიდგინეთ კიბე. მისი საფეხურები დანომრილია. ქვედა საფეხურს 0 აწერია, ზედას 10. კიბის ზემოთ თქვენთვის სასურველი საუკეთესო ცხოვრებაა, კიბის ქვემოთ – ყველაზე ცუდი. კიბის რომელ საფეხურზე გრძნობთ თავს ახლა?”

პროგრესის მიუხედავად, საქართველო კვლავ ჩამორჩება მეზობლებსს და თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანას.

 

იტვირთბა....