ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: “აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, რომელიც განახლების სიმბოლოა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

“ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, რომელიც განახლების, იმედის და გაზაფხულის შემოსვლის სიმბოლოა! ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს გისურვებთ!,”- წერს თალაკვაძე.

აჯერბაიჯანელ მოქალაქეებს  ნოვრუზობის დღესასწაული მიულოცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრაიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

21 მარტს ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება. იგი გაზაფხულის შემოსვლისბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იტვირთბა....