ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: “პანდემიის გამო, წელსაც არ გვეძლევა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს დღესასწაული არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ნოვრუზის დღესასწაული ბუნების გამოღვიძებას, ახალი ენერგიით აღვსებას ნიშნავს და უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო.

“დღეს აღინიშნება გაზაფხულის დადგომის, ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც ბუნების გამოღვიძებას, ახალი ენერგიით აღვსებას ნიშნავს და არის ახალი საწყისის, უკეთესი მომავლის იმედის სიმბოლო.

საქართველოში ნოვრუზობის დღესასწაულის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ეს არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნების ნათელი მაგალითი.

პანდემიის გამო, სამწუხაროდ, წელსაც არ გვეძლევა ამ უძველესი დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობა. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით პანდემია დამარცხდება და მომავალში ნოვრუზობის ლამაზი ზეიმის ტრადიციულად აღნიშვნა ყოველთვის გაალამაზებს საქართველოს გაზაფხულს.

ვულოცავ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ჩვენს ყველა მოქალაქეს, რომელიც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობს. ყველას, ვინც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აღნიშნავს ნოვრუზს, ვულოცავ გაზაფხულის, ახალი დღის დადგომის დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!”,- ნათქვამია განცხადევბაში.

21 მარტს ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება. იგი გაზაფხულის შემოსვლისბუნების გაღვიძების, სიცოცხლის განახლების მომასწავებელია2009 წლის 28 სექტემბერს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

იტვირთბა....