ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესპუბლიკური პარტია მთავრობას ნოვრუზ ბაირამისთვის კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს

“რესპუბლიკური პარტია” საქართველოს მთავრობას 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამისთვის კომენდანტის საათის მოხსნისკენ მოუწოდებს. – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა შექმნას ქვეყანაში თანასწორი გარემო და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის სათანადო აღნიშვნისათვის გამოავლინოს კომპრომისი.

“მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოხატოს საკუთარი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების მიმართ და ერთი ღამით დაუშვას გამონაკლისი კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით.

“რესპუბლიკური პარტია” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამოხატოს საკუთარი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეების მიმართ და ერთი ღამით დაუშვას გამონაკლისი კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების მიუღებლობა გააჩენს სრულიად სამართლიან განცდას უთანასწორო მოპყრობის, რადგან საყოველთაოდ ცნობილია პრემიერმინისტრის საჯარო მოწოდება 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრების მიმართ, რომელიც, ასევე კომენდანტის საათის დროს უნდა გაიმართოს”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენბთ, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა 18 მარტს საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი ითხოვდნენ დღესასწაულთან დაკავშირებით, მათ ე.წ. კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ჰქონოდათ. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.

 

იტვირთბა....