„ხომ იცით, ჩვენზე გაბუტულები არიან ჩვენი კოლეგები, შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მათ დაგეგმილ ღონისძიებებში. არ გვაქვს ასეთი ვალდებულება, არც მივიღებთ მონაწილეობას მათ მიერ დაგეგმილ აქციებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ დავგეგმავთ აქციებს და არ ვიქნებით არაფრის ინიციატორები. ჩვენ არ გვესმის მათი სამოქმედო გეგმა, ისედაც არ გავყვებოდით. ჯერჯერობით ჩვენი ღონისძიება არის ლაპარაკი, ვაპირებთ კონფლიქტის მონაწილეებს, ყველას დაველაპარაკოთ, გავიგოთ რა იდო მართლა მოლაპარაკების მაგიდაზე, რაზე იყო წამომსვლელი ერთი ან მეორე მხარე, დავიწყებთ ხელისუფლებისგან.”
იაგო ხვიჩია – „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან “ინტერპრესიუსს” განუცხადა.
ცნობისათვის, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.
მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.