ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე” – უდუმაშვილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრობს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაბურა. მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება.

“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მიერ თბილისში გამართული მოლაპარაკებები “ქართული ოცნების” დესტუქციული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დღეს სრული ძალაუფლება გააჩნია ქვეყანაში, ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ დასრულებული ყოფილიყო ქვეყანაში ერთხელ და სამუდაოდ საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკურ კრიზისი.

დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.

დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

 

 

იტვირთბა....