ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე, შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი” – მდინარაძე

“ის კომპრომისული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან, ისევ დევს მოლაპარაკლების მაგიდასთან და ნებისმიერ მომენტში ოპოზიციას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ. ჩვენ მზად ვართ, რომ კვლავ გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი, თუმცა, ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებების ეს ეტაპი კონკრეტული შედეგით ვერ დასრულდა”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც, მისივე თქმით, რეალურად არ არსებობს.

“ჩვენს ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურს, მათ მნიშნელოვან ნაწილს, არ ეყო გამბედაობა, რომ საკუთარი ამომრჩევლისთვის ეთქვა სიმართლე, – შეუძლებელია სახელმწიფოს და სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა, რომ “ქართულ ოცნებას” ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული წინადადება, რაზეც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო წასვლა.

უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი მაშინ, როდესაც მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას, როცა უნდათ შემოვლენ პარლმენტში. როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც, როცა მოუნდება მაშინ გამოვა ციხიდან. ამ არგუმენტებით და ხელოვნურად შექმნილი კრიზისით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, რომ ერთ წამში აღმოიფხვრას, შეუძლებელია ვილაპარაკოთ, რომ კრიზისია ქვეყანაში და ასხვა დღის წერსიგი ვერ იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

 

იტვირთბა....