ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“თუ ოპოზიცია მოახერხებს ადამიანების ნდობას მოიპოვებს, შესაძლებელია ხალხი გამოვიდეს ქუჩაში” – ხუხაშვილი

“კანონზომიერია, რაც ხდება. მას შემდეგ, რაც კონსენსუსი ვერ შედგა, მიუხედავად ჩვენი ევროპელი მეგობრების ძალისხმევისა, ბუნებრივია, ოპოზიციამ უნდა ჩართოს ყველა ის რესუსურსი, რაც მათ ხელში უჭირავთ, ან აპირებენ, რომ დაიჭირონ”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა, რომ გადადიან საგანგებო რეჟიმში.

გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციის გადაწყვეტილება სწორია. მისივე თქმით, 15 მაისს დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ხალხის მობილიზებას რამდენად შეძლებს ოპიზიცია, დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ამ კონკრეტულ თარიღამდე და როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები.

“ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, სიურპირიზი ნამდვილად არ არის, ყველაფერი სამწუხარო ლოგიკით ვითარდება. გააჩნია 15 მაისამდე როგორ მივლენ, იქამდე ძალიან დიდი დროა. ხალხი არის იმედგაცურებული, ხელისუფლებით და ოპოზიციითაც. ის არ ენდობა მთლიანად პოლიტიკურ კლანს. თუ ოპოზიცია მოახერხებს ხალხთან რეალურ დიალოგს და ადამიანების ნდობას მოიპოვებს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ხალხი გამოვიდეს (ქუჩაში). თუ ხალხი ისე იფიქრებს, როგორც დღეს ფიქრობს, რომ “არც ერთი უქნია ღმერთს და არც მეორე,” ნდობა ვერ აღდგება, მაშინ შედარებით გაუჭირდა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება 15 მაისამდე”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

ავტორი: თამარ შუკვანი

 

იტვირთბა....