“ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” დღეს უკვე ღიად უთხრა უარი დასავლეთს და ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ დარჩება. როგორც არ უნდა უნდოდეთ ვიღაცებს “ქართულ ოცნებაში,” ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების განმავლობაში გამოვიდვართ. ერთადერთი გამოსავალია მეგობრებო, ეს ადამიანი წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაიწყება სრული დაოუმორჩილებლობა და თუკი საჭირო გახდება, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება იძულებით.
“ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმები, მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, არჩევნები დაინიშნება იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს. იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე და მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთღ უდიდესი სტრატეგიული მოთმინებით, უნდა დავიაროთ მთელი ქალაქი და გავაცნოთ ის, თუ რა ხდება რუსთაველზე, რატომ დგას კარვები”, – განაცხადა გიგი უგულავამ