რუსთავში არასრულწლოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მომხდარს წინ თანატოლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირება უძღოდა.
არასრულწლოვანს ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. ის “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.
“მეტრონომი” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

