დიდი ბრიტანეთის პრემიერ0მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.
კონსონმა ვაქცინაციის ამსახველი ფოტო საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნ წარწერით:.
„აცრის გაკეთება საუკეთესოა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ცხოვრების დასაბრუნებლად, ასე ძლიერ რომ გვენატრება”, – წერს ჯონსონი.
შეგახსენებთ, 18 მარტს, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.
ასევე, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია”(WHO) კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე რისკი.