ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება ჯანდაცვა

“ასტრაზენეკას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე რისკი”- “ჯანმო”

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია”(WHO) კორონავირუსის საწინააღმდეგო  “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ვაქცინას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე რისკი.

განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა “ასტრაზენეკასა” და თრომბოზურ გართულებებს შორის კავშირი ვერ დაადგინა.

ჯანმომ” აღნიშნული დასკვნა ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადო.

ასტრაზენეკას მოაქვს უფრო მეტი სარგებელი ვიდრე რისკი. მას აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ შეამციროს სიკვდილიანობა გამოწვეული კორონავირუსითთრომბოემბოლიის შემთხვევები ვაქცინაციის შემდეგ შეესაბამება ამ მდგომარეობათა დიაგნოზების მოსალოდნელ რაოდენობას. ის შეიძლება განვითარდეს ბუნებრივი სახით და იშვიათი არ არის. ვენური თრომბოზი, ასევე ფილტვების თრომბოემბოლია შეიძლება მოხდეს ვაქცინის შემდეგაც.

WHO-ს დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „არსებული მონაცემები არ მიუთითებს დიაგნოზების საერთო ზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, ისეთების როგორებიცაა ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვების თრომბოემბოლია აცრის შედეგად.”

ასევე, 18 მარტს, “ევროპის წამლების სააგენტოს” მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

იტვირთბა....