თეა წულუკიანის ნაცვლად პარლამენტის წევრობა ნინო იობაშვილს უწევს.
საარჩევნო სიის მიხედვით, მომავალი კვირიდან პარლამენტში თეა წულუკიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის პროცედურა დაიწყება, რის შემდეგაც პარლამენტში კიდევ ერთი ქალი დეპუტატი შევა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის 64-ე ნომერი ნინო იობაშვილი ამჟამად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, დღეს, 19 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
16 მარტიდან საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყოფა და ამიერიდან იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

