ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმედოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. – ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში “მეტრონომს” განუცხადეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
მათივე ცნობით, მომხდარძე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

