მთავარი ციტატა

“ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ, დანარჩენი ნაწილი ერთმანეთს ვეჭორავებოდით”- მეგრელიშვილი მოლაპარაკებებზე

“მე მქონდა მოლოდინი შეიძლება ფუჭი, იმის გამო, რომ გამოუცდელი ვიყავი, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მოგვიტანდნენ ისეთ დოკუმენტს, რომელზეც საბოლოო ჯამში, შეუძლებელი იქნებოდა ხელის არმოწერა. სამწუხაროდ, უდიდესი ნაწილი ამ შეხვედრის ჩვენთვის ხომ დაფარული იყო იმიტომ, რომ ინდივიდუალური შეხვედრები მიდიოდა ელჩებთან. ერთ მაგიდასთან სულ ორჯერ შევიკრიბეთ. დანარჩენი ნაწილი ჩვენ სოციალიზაციით ვიყავით დაკავებული, ერთმანეთს ვეჭორავებოდით უამრავ თემაზე.”

ვახტანგ მეგრელიშვილი – პარტია “გირჩის” ლიდერი

ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა  “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

იტვირთბა....