ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში სხვა მოქალაქეების ჩართვის საკითხს განიხილავენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, 19 მარტს აცრის მსურველთა რიცხვი შემცირდა, რაც, მისი თქმით, მოსალოდნელი იყო.

გამყრელიძეს ვაქცინირებული მოქალაქეების სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის დაწყებიდან პირველ დღეს აიცრა 727 ადამიანი, მეორე დღეს – 720; 17 მარტს აიცრა – 1312; 18 მარტს – 735 და დღეს – 107.

კითხვაზე, სამედიცინო პერსონალის მხრიდან დაბალი მიმართვიანობის შემთხვევაში, განიხილება თუ არა პროცესში სხვა მოქალაქეების ჩართვა, გამყრელიძე პასუხობს, რომ ამ საკითხის განხილვა დაგეგმილია.

„კი, გუშინ დაგეგმილი იყო ამ საკითხის განხილვა იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ ეს დამთრგუნველი ფაქტი მოხდა და სხვა საკითხებზე ვერ ვისაუბრეთ. ეს საკითხი, რასაც მეკითხებით, განიხილება და ეს განიხილება ჯერ სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოზე, მერე საკოორდინაციო საბჭოზე და მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. საქართველოში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოიტანეს, რომელიც თავდაპირველად მედპერსონალისთვისაა გათვლილი.

 

 

იტვირთბა....