მთავარი ციტატა

“რა უფრო მნიშვნელოვანია? რაღაცა ერთჯერადი არჩევნები თუ ნორმალური პროკურატურა და სასამართლო”- ალეკო ელისაშვილი

“იყო მსჯელობა – 45% თუ 40%. ქართული ოცნება 40%-ზე იყო თანახმა. თუ ოცნება 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს დაინიშნებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ყოველგვარი პლებისციტის გარეშე. ეს საკითხი საერთოდ ვერ წვდება პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხს. რა უფრო მნიშვნელოვანია? რაღაცა ერთჯერადი არჩევნები თუ ის, რომ პროკურატურა და სასამართლო ნორმალური იყოს. საერთოდ როგორ უნდა დავსვათ ეს… “

ალეკო ელისაშვილი – [არტია “მოქალაქეების” ლიდერი

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის 10-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით 12 მარტიდან იმყოფებოდა. მან საქართველო 19 მარტს დატოვა.

მიმდინარე მოლაპარაკებებზე, შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს.

 

იტვირთბა....